დავით ნარმანია საკრებულოში შეძახილებით შეაცილეს

თბილისის მერს საკრებულოში მისვლისას შენობასთან აქციის მონაწილეები დახვდნენ. „პარტიზანი მებაღეებმა“ მერს მილიონი ხის დარგვის პირობას და იპოდრომის ტერიტორიაზე დაწყებული ხეების გაჩეხვა შეახსენეს. ისინი მერისგან ქალაქში მწვანე საფარის განადგურების გამო პასუხს ითხოვენ. „მერი, რომელიც შეგვპირდა, რომ მილიონ ხეს დარგავდა, ჯერჯერობით მხოლოდ განადგურებისკენ არის მიმართული,“ – განაცხადა ერთ-ერთმა „პარტიზანმა მებაღემ“ მარიამ ნანობაშვილმა.
დედაქალაქის მერმა კი განმარტა, რომ დაპირებებზე საუბარი საკრებულოს სხდომაზე ექნება და მანვე განაცხადა, რომ ერთი მილიონი ხე აუცილებლად დაირგვება.
საკრებულოსთან იმართება მეორე საპროტესტო აქციაც. ორგანიზაციები: „აპრიორი“, „სამართლის თაობა“ და „სამოქალაქო მონიტორინგის ცენტრი“ მერიაში კორუფციასა და ნეპოტიზმზე საუბრობენ და ნარმანიას გადადგომას მოითხოვენ. ცოტა ხანში საკრებულოსთან შინაური ცხოველების უფლებების დამცველებსაც ელოდებიან. დავით ნარმანიამ საკრებულოს დეპუტატებს ერთწლიანი საქმიანობის ანგარიშს აბარებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები