კავკასიის მუსიკალური დაჯილდოება „ფენიქსი“ – ახალი სახელები ახალი კავკასიისთვის

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, 15 აპრილს კავკასიის მუსიკალური დაჯილდოება „ფენიქსის“ საზეიმო ცერემონია გაიმართება. ამ თემასთან დაკავშირებით დღეს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში გაიმართა პრესკონფერენცია. ღონისძიებას მუსიკოსი ლადო ბურდული და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე კახი კანდელაკი უძღვებოდნენ. მუსიკალური დაჯილდოება „ფენიქსი“ ყოველწლიურად 6 ნომინაციაში (საუკეთესო სიმღერა, საუკეთესო ვიდეო, დებიუტი, წლის არტისტი/ჯგუფი, განვითარებისთვის, ფენიქსის გმირი) საუკეთესო არტისტებსა და ჯგუფებს ავლენს. კავკასიის მუსიკალური დაჯილდოება უკვე ოთხი წელია ტარდება. „ფენიქსი“ 1995 წლის კავაკსიის როკფესტივალებიდან იღებს სათავეს. დღეისათვის აღნიშნული მუსიკალური დაჯილდოვება ინტერნეტ პროექტს წარმოადგენს, რომლის მიზანია მაქსიმალურად ეფექტურად გამოიყენოს ინტერნეტ რესურსები და შექმნას სივრცე, სადაც კავკასიის რეგიონში მოღვაწე მუსიკოსები გაერთიანდებიან. ამ პროექტის მეშვეობით უკვე შეიქმნა კავკასიის მასშტაბით არსებული სხვადასხვა მუსიკალური ჯგუფის მონაცემთა ბაზა, რომელიც თავმოყრილია ერთ ვებგვერდზე: www.phoenix.org. დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ გაეცნონ თანამედროვე მუსიკის სფეროში მიმდინარე საინტერესო პროცესებს, ახალ ჯგუფებსა და მათ შემოქმედებას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები