თბილისის ცირკში ლომმა მომვლელი დაგლიჯა

  თბილისის ცირკში ლომმა უკრაინული დასის წევრი, ცხოველების მომვლელი დაგლიჯა. ნადირი ახალგაზრდა მამაკაცს თავს მაშინ დაესხა, როდესაც ის ვოლიერში შევიდა. ის მძიმე დაზიანებებით, შოკურ მდგომარეობაში საავადმყოფოში გადაიყვანეს. როგორც ცირკის ადმინისტრაციაში აცხადებენ, ცირკში უსაფრთხოების ყველა ზომა დაცული იყო, თუმცა ისინი თავად ცხოველების მომვლელმა დაარღვია, რაც მომხდარის მიზეზი გახდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები