ნიკოლოზ სამხარაძე: ეუთოს მისია არ ჩამოსულა იმისთვის, რომ ვინმესთვის რამე რეკომენდაცია გაეცა – წინასწარ ვერ გეტყვით, ანგარიშში რას დაწერენ, შეიძლება იყოს კრიტიკა, შეიძლება იყოს შექებაც, დაველოდოთ

“ჩვენ უბრალოდ გავცვალეთ მოსაზრებები, ეუთოს მისია არ ჩამოსულა აქ იმისთვის, რომ ვინმესთვის რამე რეკომენდაცია გაეცა, ან რაიმე შეფასებები გააკეთოს”, – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციასთან გამართულ შეხვედრაზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, დელეგაციის წევრებმა ყველა შეხვედრაზე თქვეს, რომ ისინი გმობენ ძალადობას და სახელმწიფო ინსტიტუტებზე შეტევას.

„ჩვენ ორი დღის განმავლობაში გვქონდა შეხვედრები საკმაოდ მაღალ დონეზე. გუშინ დაიწყო ყველაფერი პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრით, შემდეგ შეხვდნენ ყველა ოპოზიციურ პარტიას, იყვნენ საგარეო საქმეთა სამინისტროში, შინაგან საქმეთა სამინისტროში, სახალხო დამცველს შეხვდნენ, პრეზიდენტს და დღეს ეს ყველაფერი დასრულდა პრემიერთან შეხვედრით.

ჩვენ უბრალოდ გავცვალეთ მოსაზრებები, ეს მისია არ ჩამოსულა აქ იმისთვის, რომ ვინმესთვის რამე რეკომენდაცია გაეცა, ან რაიმე შეფასებები გააკეთოს. ასამბლეის პრეზიდენტმა თქვა, რომ მისი შესაფასებელი არ არის, საქართველოში პატიმრები არიან პოლიტიკური ნიშნით დაკავებული, თუ სხვა ნიშნით დაკავებული.

ეს ორგანიზაცია იყო ერთადერთი ორგანიზაცია, რომელმაც დაგმო ძალადობრივი შეტევა პრეზიდენტის სასახლეზე. სხვათა შორის ამ შეხვედრების განმავლობაში ყველა შეხვედრაზე კიდევ ერთხელ გაიმეორეს, რომ ისინი გმობენ ძალადობას და სახელმწიფო ინსტიტუტებზე შეტევას. რაც შეეხება კრიტიკას, წინასწარ ვერ გეტყვით, ანგარიშში რას დაწერენ, შეიძლება იყოს კრიტიკა, შეიძლება იყოს შექებაც, ამიტომ დაველოდოთ“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები