2 მარტიდან მოყოლებული, ლიბანში ისრაელის მიერ განხორციელებული ავიაიერიშების შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 570-ს მიაღწია, – ამის შესახებ ინფორმაციას ლიბანის მთავრობის კრიზისული ცენტრი ავრცელებს.
მათივე ცნობით, დაშავდა 1444 მშვიდობიანი მოქალაქე.
„2 მარტიდან ისრაელის აგრესიის მსხვერპლთა საერთო რაოდენობამ 570 ადამიანს მიაღწია, დაშავდა 1444 პირი“, – ნათქვამია ინფორმაციაში.