თეთრი სახლის პრესსპიკერი: ტრამპი ირანთან ომში ვარიანტებს არ გამორიცხავს, მათ შორის სახმელეთო ჯარების განლაგებას
თეთრი სახლის პრესმდივანმა, კეროლაინ ლევიტმა განაცხადა, რომ პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ირანთან ომში ვარიანტებს არ გამორიცხავს, მათ შორის ქვეყანაში აშშ-ის ჯარების განლაგებას.
„რაც შეეხება ადგილზე მყოფ ჯარისკაცებს, პრეზიდენტმა ამაზე არაერთხელ ისაუბრა. გონივრულად, ის არ გამორიცხავს ვარიანტებს, როგორც მთავარსარდალი. ასე რომ, კიდევ ერთხელ ვიტყვი, თავს შევიკავებდი ნებისმიერი იმ ინფორმაციის დადასტურებისგან, რასაც ახლა კაპიტოლიუმის ბორცვზე „დემოკრატები“ პრეზიდენტის მოსაზრებების შესახებ ამბობენ“, – განუცხადა ლევიტმა ჟურნალისტებს.