აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ირანის წინააღმდეგ ამერიკული ოპერაციის დროს, სავარაუდოდ, დამნაღმველი გემები განადგურდა.
„ბოლო რამდენიმე საათის განმავლობაში, ჩვენ დავაზიანეთ და მთლიანად გავანადგურეთ 10 არააქტიური დამნაღმველი ნავი ან გემი“, – დაწერა ტრამპმა თავის სოციალურ ქსელ Truth Social-ზე.
მანამდე, CNN-მა განაცხადა, რომ ირანმა ჰორმუზის სრუტის დანაღმვა დაიწყო. გამოცემა წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ პროცესი არ არის მასშტაბური და ბოლო დღეებში რამდენიმე ათეული განთავსდა.