ტრამპი: თუ ირანმა ჰორმუზის სრუტეში ნაღმები განათავსა, ვითხოვთ მათ დაუყოვნებლივ აღებას
თუ ირანმა ჰორმუზის სრუტეში ნაღმები განათავსა, ჩვენ ვითხოვთ მათ დაუყოვნებლივ აღებას, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, თუ ნაღმები დროულად არ იქნება აღებული, ირანი უპრეცედენტო მასშტაბის სამხედრო შედეგების წინაშე დადგება.
„თუ ირანმა ჰორმუზის სრუტეში ნაღმები განათავსა – თუმცა ჩვენ არ გვაქვს ინფორმაცია, რომ მათ ეს გააკეთეს – ჩვენ ვითხოვთ მათ დაუყოვნებლივ აღებას! თუ რაიმე მიზეზით ნაღმები მაინც განთავსდა და მათ სასწრაფოდ არ აიღებენ, ირანისთვის სამხედრო შედეგები იქნება იმ მასშტაბის, რომელიც მანამდე არავის უნახავს. მეორე მხრივ, თუ ისინი აიღებენ იმას, რაც შესაძლოა განათავსეს, ეს იქნება გიგანტური ნაბიჯი სწორი მიმართულებით! გარდა ამისა, ჩვენ ვიყენებთ იმავე ტექნოლოგიასა და სარაკეტო შესაძლებლობებს, რომლებიც გამოყენებულია ნარკოტიკებით მოვაჭრეების წინააღმდეგ, რათა სამუდამოდ გავანადგუროთ ნებისმიერი ნავი ან გემი, რომელიც შეეცდება ჰორმუზის სრუტის დანაღმვას. მათ სწრაფად და სასტიკად გავუმკლავდებით. ფრთხილად იყავით!“, – წერს ტრამპი Truth Social-ზე.