უიტკოფის თქმით, ირანს კონფლიქტის დიპლომატიური გზით მოგვარება არ სურს
აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენელი, სტივ უიტკოფი მიიჩნევს, რომ ირანი ამჟამად აშშ-თან კონფლიქტის დიპლომატიური გზით მოგვარებას არ ცდილობს.
„ნამდვილად სურთ თუ არა მათ დიპლომატიური გადაწყვეტა ახლა, როდესაც აქამდე არსებული მტკიცებულებები ამას არ აჩვენებს“, – განაცხადა უიტკოფმა CNBC-თან ინტერვიუში.
როგორც მან აღნიშნა, შეერთებული შტატები მიიჩნევს, რომ ირანის ქმედებები ეწინააღმდეგება მის განცხადებებს ბირთვული იარაღის დათმობის შესახებ.