ირაკლი ღარიბაშვილი გარდაცვლილი პოლიციელის შვილთან შეხვედრის შემდეგ ემოციურ კომენტარს აკეთებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გარდაცვლილი პოლიციელის შვილთან შეხვედრის შემდეგ ემოციურ კომენტარს აკეთებს. „ძალიან მძიმე სანახავი იყო მისი მცერეწლოვანი შვილი,რომელიც ოცნებობდა, რომ მამა ყოფილიყო გმირი. ეს ძალიან მძიმე შემთხვევაა, ტრაგედიაა ჩვენთვის . მე მთელი გულით ვუსამძიმრებ“, – განაცხადა პრემიერმა. მან დღესვე ისიც აღნიშნა, რომ კრიმინალების ადგილი არ არის ჩვენს საზოგადოებაში და პოლიციის თანამშრომლებს კრიმინალის წინააღმდეგ გაათმაგებული მუშაობისკენ მოუწოდა. „კრიმინალის წინააღმდეგ ჩვენ ბრძოლა უნდა გავაათმაგოთ, ვინაიდან მსგავსი ფაქტი მოხდა ეს არის ყოვლად დაუშვებელი. მე მივმართავ ყველა პოლიციელს, რომ იმოქმედეთ კანონით განზსაზღვრულ ფარგლებში. კრიმინალების ადგილი ჩვენს საზოგადოებაში არ არის. მათი ადგილი არის ან ციხეში ან სხვაგან“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. შაბათს, 4 აპრილს ვარკეთილში, ჯავახეთის 10 ნომერში სამართალდამცველების წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულს ქ.თბილისის პროკურატურა სწავლობს. 2013 წლის 23 ნოემბერს ამნისტიით გათავისუფლებულმა შალვა აბულაძემ ორი პოლიციელი დაჭრა, რომელთაგან ერთი, ბექა მარგიშვილი გარდაიცვალა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები