ხარების დღესასწაული თევზეულით ხსნილია
სრულიად საქართველოს კათალიკოს პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორეს განცხადებით, მორწმუნეებს ხარების დღესასწაულზე თევზის მიღება შეეძლებათ.
„სამშაბათი ხარების დღესასწაულია. სამებაში ხარების ტაძარია და საზეიმო წირვა-ლოცვა იქ შესრულდება. კალენდარში წერია, რომ ეს დღესასწაული თევზით ხსნილია. ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ხარება ასევე ხიზილალით და ზღვის ნაწარმით გავახსნილოთ. თქვენ შეგიძლიათ მიირთვათ ხიზილალა და ზღვის ნაწარმი. გილოცავთ და ღმერთმა ინებოს, რომ ყოველმა მწუხარე ადამიანმა გაიხაროს, ყოველი ავადმყოფი ადამიანი ძლიერი გახდეს”, – ბრძანა პატრიარქმა.