ილია მეორემ ჯანდაცვის სამინისტროს ახალ წამოწყებაში კურთხევა მისცა
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს შეხვდა. საუბარი აღნიშნულ შეხვედრაზე საქართველოს ჯანდაცვის სისტემის ეფექტურობის ამაღლების პროგრამის შემუშავებას და ჯანდაცვის თვისობრივად ახალი ინოვაციური მოდელის შექმნას შეეხო.
„გვქონდა ბედნიერება, რომ უწმინდესისთვის გაგვეცნო იმ ახალი წამოწყების ძირითადი მოცემულობა, რომელიც ისევ და ისევ ითვალისწინებს ადამიანის ჯანმრთელობისა და სიცოცხლის მნიშვნელობას ქვეყნისთვის და სახელმწიფოსთვის. ბედნიერი ვარ, რომ პატრიარქს წარვუდგინეთ და მისი ლოცვა-კურთხევა მივიღეთ ამ პროექტის განხორციელებისთვის“, – განაცხადა სერგეენკომ.