ქართული ლიტერატურის უცხო ენებზე თარგმანების პირველი ელექტრონული ბაზა
ქართული წიგნის ეროვნული ცენტრისა და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ინიციატივითა და მხარდაჭერით, ქართული ლიტერატურის უცხო ენებზე თარგმანებისა და მთარგმნებელების შესახებ პირველი სრულყოფილი ელექტრონული ბაზა შეიქმნება. 7 აპრილს, 13:00 საათზე ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის დირექტორი მედეა მეტრეველი და საქართველოს პარლამენტრის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე შესაბამისი თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმს გააფორმებენ.