7 აპრილს, ღამის საათებში რიკოთის გვირაბში მოძრაობა შეიზღუდება

7 აპრილს, ღამის საათებში რიკოთის გვირაბში მოძრაობა შეიზღუდება. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, მოძრაობის შეფერხების მიზეზი თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 143-ე კმ-ზე მდებარე რიკოთის საავტომობილო გვირაბში გადაუდებელი პროფილაქტიკური და გაწმენდითი სამუშაოების ჩატარება გახდა. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის 7 აპრილს, ღამის 01:00 საათიდან დილის 07:00 საათამდე გვირაბში იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა, თუმცა ამავე პერიოდში რიკოთის გვირაბის შემოსავლელ გზაზე 2 სხვადასხვა ადგილას საბუქსირე მექანიზმების მორიგეობა უზრუნველყოფილი იქნება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები