რადიო „დარდიმანდს“ მაუწყებლობის ვადა გაუგრძელდა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ რადიო „დარდიმანდს“ მაუწყებლობის ლიცენზის ვადა მომდევნო ათი წლით გაუხანგრძლივა. აღსანიშნავია, რომ კომპანია თბილისში №B79 კერძო სპეციალიზებული (საგანმანათლებო-შემეცნებითი) რადიომაუწყებლობის ლიცენზიით FM 97.1-ზე მაუწყებლობს. „დარდიმანდი“ შპს „მომავლის რეკლამის“ ბრენდული სახელწოდებაა. ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების საფასური, 10 692 ლარი საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში კომისიის მიერ წინასწარ განსაზღვრული გრაფიკის შესაბამისად უნდა ჩარიცხოს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები