ხათუნა ბოკუჩავა განმარტებას აკეთებს: მოკლული პოლიციელის ოჯახის წევრებს პირადად ვნახავ
მსახიობმა ხათუნა ბოკუჩავამ ინგა გრიგოლიას გადაცემა „რეაქციაში“ გაკეთებულ რეპლიკასთან დაკავშირებით „პრაიმტაიმის“ პრეს-კლუბში განმარტა, რომ მისი ნათქვამი მოკლული პოლიციელის შესახებ “მოსაკლავი იყო, ალბათ” – ყველამ ისე გაიგო, როგორც სურდა.
მან ასევე აღნიშნა, რომ აუცილებლად მოინახულებს იანვარში მოკლული პოლიციელის, გიორგი ბერუაშვილის ოჯახს.
„პირველ რიგში მინდა სამძიმარი გამოვუცხადო ქუჩაში მოკლული პოლიციელის ბესო მარგიშვილის ოჯახს. ჩემი პრესკონფერენციის მიზეზი გახდა, ინგა გრიგოლიას გადაცემაში გაკეთებული რეპლიკა, რომელიც დარწმუნებული ვარ გამგებმა გაიგო და გაუგებარმა, უბრალოდ არ გაიგო. ბორჯომში მოკლული პოლიციელის ოჯახის წევრებს პირადად ვნახავ. საერთოდ ქედს ვიხრი სამშობლოს წინაშე თავდადებული ყველა გმირის წინაშე. პროფესიონალი და კეთილსინდისიერი პოლიციელის თუ მამულიშვილის, რომელიც სხვას აჩუქებს საკუთარ სიცოცხლეს, თავისის საფასურად“, – განაცხადა ხათუნა ბოკუჩავამ. მსახიობმა ბოკუჩავამ ინგა გრიგოლიას გადაცემაში “რეაქცია” , მოკლული პოლიციელის მისამართით, შემდეგი რეპლიკა გამოიყენა: „ალბათ, მოსაკლავი იყო.“