თეონა დოლენჯაშვილთან შეხვედრა გაიმართება
6 აპრილს, 15:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლ „ლიგამუსში“ მწერალ თეონა დოლენჯაშვილთან შეხვედრა გაიმართება. სემიოტიკის კვლევითი ცენტრის პროექტის – „მწერლის ერთი მეტაფორა“ – ფარგლებში თეონა დოლენჯაშვილი ისაუბრებს მეტაფორაზე „მე – სიზიფე“. დასწრება თავისუფალია.