„გალაკტიონობა 2015“-ის პრეზენტაცია -კონცერტი გაიმართება
8 აპრილს, 16:00 საათზე, სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის წითელ დარბაზში, არასამთავრობო ორგანიზაცია „მთაწმინდის მთვარე“ სახალხო დღესასწაულის, ლიტერატურული კონკურსის „გალაკტიონობა 2015“-ის პრეზენტაცია -კონცერტს გამართავს. მონაწილეობენ: მამუკა ჩარკვიანი, ფრანი, ოთო ნემსაძე, ზვიად ბოლქვაძე, ნიკოლშოუ, მირზა მოდებაძე, ირმა სოხაძე, მალხაზ ხონელიძე, მიშა ზაქარიაშვილი, გიო ძამუკაშვილის ბენდი. დასწრება თავისუფალია.