ფილმ „ოჯახური ცხოვრების“ ჩვენება გაიმართება
8 აპრილს, 19:00 საათზე, შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტში, საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი და შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტი იზაბელ ჟაიკას ფილმის „ოჯახური ცხოვრების“ (დრამა, 2013) ჩვენებას გამართავს. ფილმში მონაწილეობენ: ემანუელ დევო, ლორან პუატრენო, ნატაშა რენიე, ელენა ნოგერა, ჯული ფერიე და ა.შ. ფილმი ნაჩვენები იქნება ქართული სუბტიტრებით. ჟულიეტი დარწმუნებული არ არის, რომ სურს პარიზის გარეუბანში საცხოვრებლად გადასვლა. აქ ყველა ქალი 40 წლამდეა, შვილები ჰყავთ გასაზრდელი, სახლები მოსავლელი და ქმრები, რომლებიც გვიან ბრუნდებიან შინ. იზაბელი დარწმუნებულია, რომ არ სურს მათ დაემსგავსოს. დღეს ჟულიეტი ელის პასუხს გამომცემლობაში მნიშვნელოვანი პოსტის შესახებ. ეს სამსახური მის ყოველდღიურ ცხოვრებას შეცვლიდა. დასწრება თავისუფალია.