თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება შეეზღუდება
დღეს თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. აღნიშნულის მიზეზი დაგეგმილი სამუშაოებია.
კომპანია “თელასის” ინფორმაციით, მთაწმინდისა და კრწანისის რაიონებში, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: კოჯრის გზატკეცილის, ბეთლემის აღმართის, ტაბიძის, ასათიანის, მაჩაბელის, დადიანის, ლეონიძის, ამაღლების, კოჯრის, ლერმონტოვის, იაშვილის, ჭონქაძის, ქიქოძის და ინგოროყვას ქუჩების მცხოვრებლებს. 10:00 საათიდან 16:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: კრწანისის და ასათიანის ქუჩების მცხოვრებლებს.
ვაკის რაიონში, 11:00 საათიდან 16:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხებათ: ილია ჭავჭავაძის გამზირის, ფალიაშვილის და ირაკლი აბაშიძის ქუჩების მცხოვრებლებს.
დიდუბის რაიონში, 11:00 საათიდან 16:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთლის გამზირის და გორის ქუჩის მცხოვრებლებს.
11:00 საათიდან 16:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხებათ: დიღმის მასივის IV კვარტლის, ბელიაშვილის, ლუბლიანას და ახმეტელის ქუჩების მცხოვრებლებს.
11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიის მცხოვრებლებს.
გლდანის რაიონში, 11:00 საათიდან 14:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხებათ: მუხიანის I მიკრორაიონის მცხოვრებლებს.
დიდგორის რაიონში, 12:00 საათიდან 17:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხებათ: დაბა კოჯრის მცხოვრებლებს.
ისნის რაიონში, 11:00 საათიდან 14:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: მოსკოვის გამზირის II კვარტლის მცხოვრებლებს.
ნაძალადევის რაიონში, 11:00 საათიდან 15:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხებათ: მანჯგალაძის, ცოტნე დადიანის, ალილუევის, ჩოდრიშვილის, კიკნაძის, ოლგა კონსკაიას, სურგულაძის, მიქატაძის, ჩხიკვაძის, ასკურავას, სტურუას და ქებურიას ქუჩების მცხოვრებლებს.
კომპანია “თელასი” მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო ბოდიშს უხდის. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.