გიორგი უდესიანი სვანურ სასამართლოს ითხოვს

გიორგი უდესიანი სვანური სასამართლოს მოლოდინაშია. ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსანი მისი და ბიზნესმენ ბესო ხარძიანის დაპირისპირების განხილვას 12 ნაფიცი მსაჯულის წინაშე გეგმავს. უდესიანი ამბობს, რომ დიდ სვანურ შეკრებაზე უნდა გაირჩიეს, მისი და ბესო ხარძიანის ურთიერთობის ყველა დეტალი, ბიზნესპარტნიორობიდან მტრობამდე და ვერდიქტიც სვანმა უხუცესებმა უნდა გამოიტანონ.
“სვანურმა სასამართლომ, ჩვენმა უხუცესებმა გადაწყვიტონ მტკიცებულებების შემდეგ ვინ არის არაკაცი,  ვინ არის თაღლითი და ვინ არის ნარკოტიკების მომხმარებელი”, – აცხადებს გიორგი უდესიანი.
გიორგი უდესიანი სვანურ სასამართლოს იმ ფარულ ჩანაწერებს გადასცემს, რომელსაც ამჟამად პარიზში ინახავს. „პოსტსკრიპტუმს“უდესიანმა ამ ვიდეომასალის ნაწილი გადასცა, სადაც 2011 წლის აპრილში ბიზნესმენ ბესო ხარძიანის დის, მაია ხარიძიანისა და მისი შეხვედრაა ჩაწერილი.
მასალიდან ირკვევა, რომ ბესო ხარძიანის დაკავების შემდეგ, მაია ხარძიანი ბესო უდესიანთან ოფისში თავად მივიდა და სთხოვა, კუს ტბაზე მისი ძმის საკუთრებაში არსებული წილი შეეძინა.
“მათ ჰქონდათ ფულის პრობლემა, მან მთხოვა იყიდეო, მე უარზე ვიყავი,”- აცხადებს უდესიანი.

ნაწყვეტი ჩანაწერიდან:

– გეხვეწები გია, შენ ნუ გგონია, რომ მე ვინმეს კრესტს ვუსმევ, სიმართლეს ვაწვები თავიდან ბოლომდე.

– მაია, დამანებეთ რა თავი. არანაირი პროცენტები არ მინდა რა. გინდა 10 მილიონად გაყიდოს, გინდა 100 მილიონად გაყიდოს, რაც გინდათ ის ქენით რა, არ მინდა მაგ საქმეში მონაწილეობა რა, ხო ტრ…ანი ბიჭია და რაც უნდა ის ქნას”, – ამბობს გია უდესიანი.

– გია, მე არავინ არაფრად არ მთვლიდით. ამბობდით ეს ისეთი ქალიაო, მაგრამ მე გია უდესიანის გამო ტყვიას გადავუდგები, გია. ერთი ვთხოვე და კაცმა ის გამიკეთა, რაც ვერავინ ვერ გააკეთა. ჭიანჭველებივით დავრბოდით და არავინ არაფერი გამიკეთა. მე შევაკვდებოდი როგორც მისი მტრის და. აი, ასე შევაკვდებოდი მე ჩემ ნაძირალა ძმას. დღეს, რომ მე მიჭირს ოფლად ვარ დაღვრილი.

წყარო: “რუსთავი 2”

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები