თურქეთის კირიკალეს პროვინციაში, საბრძოლო მასალის შესანახად და განკარგვის საწყობში აფეთქება მოხდა.
თურქული მედიის ცნობით, იახშიჰანის რაიონში მომხდარი ინციდენტის შედეგად, სულ მცირე, ორი ადამიანი დაიღუპა.
აფეთქება, სავარაუდოდ, რაკეტამ გამოიწვია.
შემთხვევის ადგილზე ექიმები, მეხანძრეები და პოლიციის დანაყოფები გაგზავნეს.
გამოძიება დაწყებულია.