გეკა გელაძე სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დაარსების 32 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი – გეკა გელაძე სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დაარსების 32 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო.

სუს-ს ცნობით, დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს საქართველოს პრეზიდენტმა – მიხეილ ყაველაშვილმა, პრემიერ-მინისტრმა – ირაკლი კობახიძემ, ვიცე-პრემიერმა და საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში – მამუკა მდინარაძემ, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსმა – ანზორ ჩუბინიძემ.

“მათ უწყების როლსა და მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადღება და თანამშრომლებს პროფესიული დღე მიულოცეს.

იუბილესთან დაკავშირებით, სამსახურებრივი მოვალეობის სანიმუშოდ შესრულებისთვის უწყების თანამშრომლებს სპეციალური ჯილდოები გადაეცათ”, – წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები