მედია: ტრამპთან კონფლიქტმა მელონის რეიტინგს სარგებელი მოუტანა
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ იტალიის პრემიერ-მინისტრ ჯორჯია მელონის მიმართ განხორციელებულმა შეტევებმა მისი პოპულარობის რეიტინგი 2 პროცენტული პუნქტით გაზარდა, – ამის შესახებ მონაცემებს Demopolis Institute-ი ავრცელებს.
მელონის მოწონების რეიტინგი ბოლო 48 საათის განმავლობაში 40%-მდე გაიზარდა, მაისში არსებული 38%-დან. ამასობაში, Demopolis-ის მონაცემებით, იტალიელებში ტრამპის მოწონების რეიტინგი თეთრ სახლში მისი მოღვაწეობის 18 თვის განმავლობაში 42%-დან 11%-მდე დაეცა.
სააგენტო ასევე აღნიშნავს, რომ ტრამპის იტალიის მიმართ კრიტიკამ შეცვალა იტალიის პრემიერ-მინისტრის მოწონების რეიტინგის კლების ტენდენცია. ეს განპირობებული იყო ჰორმუზის სრუტის კრიზისის გამო ენერგომატარებლების ფასების ზრდით.
გასულ კვირას ამერიკელმა ლიდერმა პრემიერ-მინისტრი უმადურობასა და დიდი შვიდეულის (G7) სამიტზე ერთობლივი ფოტოს გადაღებით რეიტინგის ამაღლების მცდელობაში დაადანაშაულა. მელონიმ საპასუხოდ ტრამპს პოპულარობაზე დაფიქრებისკენ ურჩია. მელონიმ ასევე აღნიშნა, რომ ტრამპთან მეგობრობამ მის პოპულარობას ხელი არ შეუწყო.