ზელენსკი: კრივი-რიჰზე რუსეთის სარაკეტო იერიშს სამი ადამიანი ემსხვერპლა, 20-ზე მეტი დაშავდა

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთის მიერ ქალაქ კრივი-რიჰზე განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა, ხოლო 20-ზე მეტი დაშავდა.

ზელენსკის თქმით, რუსულმა ძალებმა პირდაპირ სამოქალაქო ინფრასტრუქტურას დაარტყეს. მისი ინფორმაციით, მაშველებმა ხანძრის ლიკვიდაცია უკვე შეძლეს, თუმცა დაშავებულთა შორის სამი ადამიანის მდგომარეობა მძიმეა.

„ყოველი ასეთი დღე და ყოველი რუსული დარტყმა ადასტურებს, რომ აგრესორზე ზეწოლა საკმარისი არ არის. ასევე ნათელია, რომ საჰაერო თავდაცვის სისტემებთან დაკავშირებული შეთანხმებების შესრულების ნებისმიერი შეფერხება და უკრაინისთვის საჭირო დახმარების მიწოდების დაგვიანება ადამიანების სიცოცხლის ფასი ჯდება“, – განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდა, არ გაჩუმდეს და გააგრძელოს ზეწოლა რუსეთზე, რადგან, მისი თქმით, მოსკოვს დღემდე არ გადაუდგამს რეალური ნაბიჯი ომის დასრულებისა და მშვიდობის მისაღწევად.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები