დავით სუჯაშვილი პოლიციელის დაღუპვის გამო მწუხარებას გამოთქვამს

უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანი დავით სუჯაშვილი პოლიციელის ბექა მარგიშვილის დაღუპვის გამო მწუხარებას გამოთქვამს და მოკლულის ოჯახს სამძიმარს უცხადებს.
“ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას პოლიციის თანამშრომლის, ბექა მარგიშვილის დაღუპვის გამო. სამძიმარს ვუცხადებ ბექას ოჯახს, მის ახლობლებს და პოლიციის მთელ პირად შემადგენლობას. მჯერა, შესაბამისი ორგანოები გამოიძიებენ და დამნაშავე კანონის მთელი სიმკაცრით იქნება დასჯილი”,- ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები