პატრიარქმა პრემიერი მეუღლესთან ერთად დალოცა – ფოტოკოლაჟი
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მეუღლესთან ნუნუკა თამაზაშვილთან ერთად დღეს სტუმრად პატრიარქთან იმყოფებოდნენ. ილია მეორემ ისინი დალოცა.
„დღეს მე და ნუნუკა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს ვესტუმრეთ ბზობის დღესასწაული მივულოცეთ. მისმა უწმინდესობამ, როგორც ყოველთვის, თბილად მიგვიღო და დაგვლოცა. პატრიარქის ლოცვა-კურთხევა, ალბათ ყველა მართლმადიდებელი ქრისტიანისთვის უდიდესი მადლი და ბედნიერებაა. კიდევ ერთხელ გილოცავთ ბზობის ბრწყინვალე დღესასწაულს“, – წერს პრემიერ-მინისტრი ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე.