ეკა ბესელია: პოლიციელის მკვლელობაში ბრალდებული ამინისტიით არ შეუწყალებიათ

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის ეკა ბესელიას განცხადებით, პოლიციელის მკვლელობაში ბრალდებული შალვა აბულაძე ამინისტიით განთავისუფლებული არ ყოფილა.
“დანაშაული სამწუხაროდ ხდება საზოგადოებაში ყოველთვის, ყველან – მაღალი თუ ნაკლები სტანდარტების და დემოკრატიის პირობებში, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია თუ როგორ ხვდება ამ ყველაფერს სისტემა და რამდენად მწყობრშია სახელმწიფო პოლიტიკა ასეთ შემთვევაში. შეკითხვაზე უნდა ყოფილიყო თუ არა მიღებული ჰუმანური აქტი სახელმწიფოს მხრიდან, მე მცადრი მგონია საკითხის ასე დასმა, ეს იგივეა ვთქვათ, საჭიროა თუ არა სახელმწიფომ გამოიჩინოს ზოგადად სიკეთე და ჰუმანურობა. ციხეებში იყო ჯოჯოხეთური ვითარება და ადამიანები უმოწყალოდ ისჯებოდნენ და იყო უსამართლო მართლმსაჯულება. რაც შეეხება ამ ადამიანს, ის ამინისტიით არ განთავისუფლებულა. ამინისტია არ შეხებია არც ერთ ძალადობრივ დანაშაულს. ამინისტიაში არ იყო არც ერთი მუხლი, რომელიც იყოს მკვლელობის ან ყაჩაღობის ან ძარცვის ან სიცოცხლისა და ჯანმრთელობის წინააღმდეგ მიმართული. ამ ამინისტიით განთავისუფლდნენ ნაკლებად მძიმე ეკონომიკური დანაშაულის – ნარკოტიკების მომხმარებლები, მომხმარებლები და არა გამსაღებლები”, – განაცხადა ბესელიამ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები