ბიძინა ივანიშვილი ბესიკ ხარძიანის მკვლელობაზე: მთავარი დამკვეთი “ნაციონალური მოძრაობის” ძალადობრივი სისტემაა

მთავარი დამკვეთი ის ძალადობრივი სისტემაა, რომელიც “ნაციონალური მოძრაობის” დროს დაინერგა, – ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილმა გადაცემა “კვირის 2030”-ში, ბესო ხარძიანის მკვლელობის საქმეზე საუბრისას განაცხადა. ივანიშვილის თქმით, პროკურატურამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ დამნაშავეები დაისაჯონ.
“ვერსია ერთია – სათავე ბოროტებისა იყო იმ სისტემაში. ეს სისტემა ნერგავდა ამ ყველაფერს და აღვივებდა. ჩუქება, ქონების გადაფორმება… რა ფორმით მოხდა ჯერ ბესიკის დაპატიმრება, ნახეთ, ძალით გააღებინეს პირი და ნარკოტიკები ჩაუყარეს. ეს კატასტროფაა, რომელი საუკუნეა, ასეთი ძალადობა სახელმწიფოს მხრიდან არ ვიცი, უახლოეს ასწლეულებში შეიძლება ვერც კი გაიხსენოთ. ათი ათასობით ქონებაგადაფორმებული და სამართლიანობის მასიური აღდგენა, რასაც ითხოვს ჩვენი საზოგადოება, სწორედ ეს გახლავთ. ეს არ არის ერთადერთი, ეს არის ეტალონური, თუ როგორ დასაჯეს. გაგრძელება კატასტროფულია. გასაგებია, საიდანაც არის ეს სათავე, ეს სისტემა იყო, რომელიც ამას ნერგავდა და ეს არის ამის ნაყოფი. გამოძიება როგორც არ უნდა გაგრძელდეს და რა თქმა უნდა, ყველაფერი უნდა გააკეთოს პროკურატურამ, რომ დამნაშავეები დაისაჯონ, მთავარია დამკვეთები ვინ არიან, მაგრამ მთავარი დამკვეთი ამის გახლდათ ის ძალადობრივი სისტემა, რომელიც დაინერგა “ნაციონალური მოძრაობის” დროს”, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები