გადავარჩინოთ ახალგაზრდა მსახიობი – ხელოვანები მიმართვას ავრცელებენ
მსახიობ ეკატერინე ბუჩუკურის სიცოცხლის გადასარჩენად ხელოვანები ერთიანდებიან და საზოგადოებას დახმარებას სთხოვენ.
მსახიობ, ეკატერინე (ვეკო) ბუჩუკურს, დაბ.: 28.07.1985 წელს, 4 თვის წინ აღმოაჩნდა მწვავე ლიმფობლასტური ლეიკემია, B2 ფორმა, არის მარტოხელა დედა, (მცირეწლოვანი ბავშვით). 4 წლის წინ გარდაეცვალა დედა იგივე დიაგნოზით. იღებს სახელმწიფო პენსიას 100 ლარის ოდენობით და არ აქვს სხვა შემოსავალი. ესაჭიროება მკურნალობა საზღვარგარეთ, რომელიც დაკავშირებულია კოლოსალურ თანხებთან.
საქართველოს შოთა რუსთაველის, თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი, აპოლონ ქუთათელაძის სახელობის თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია და თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია, მოგმართავთ, თხოვნით წვლილი შეიტანოთ ახალგაზრდა მსახიობის გადარჩენაში.