დავით ნარმანიამ გლდანულაში, ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარში მრევლს ბზობის დღესასწაული მიულოცა
თბილისის მერი, დავით ნარმანია, გლდანის რაიონის გამგებელ ბესიკ ქარცივაძესთან ერთად, ბზობის დღესასწაულთან დაკავშირებით გლდანულაში, ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარში იმყოფებოდა.
“მინდა სრულიად საქართველოს მივულოცო ბზობის დღესასწაული. ამაღლებული დღეა და მოვედით, რომ ბზობა მივულოცოთ ჩვენს თანამემამულეებს, ვუსურვოთ მათ ღვთის წყალობა, ის რაც ყველაზე მეტად გვჭირდება. ჯანმრთელობის, ბედნიერების და წარმატებების მომტანი ყოფილიყოს დღევანდელი დღე”, – განაცხადა დავით ნარმანიამ. თბილისის მერმა მაცხოვრის აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა ასევე კათოლიკე და სხვა ქრისტიანული კონფესიების მრევლს. “დღეს მათთვის, განსაკუთრებული, წმინდა დღეა და მინდა ღვთის წყალობა ვუსურვო თითოეულ მათგანს”, – განაცხადა დავით ნარმანიამ.