„ეროვნული სატყეო პროგრამის” შემუშავებაზე “თბილისი მარიოტში” იმსჯელეს
„ეროვნული სატყეო პროგრამის” შემუშავებაზე იმსჯელეს სასტუმრო „თბილისი მარიოტში”. შეხვედრაზე გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილემ გიორგი სომხიშვილმა და ეროვნული სატყეო პროგრამის ექსპერტმა კლაუს-მაიკლ ფაკენბერგმა სატყეო სექტორში მინდინარე პროცესები, რეფორმის ძირითადი მიმართულებები და 2015/2016 წლებში დაგეგმილი აქტივობები განიხილეს.
გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 2013 წლის დეკემბერში, საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა ეროვნული სატყეო კონცეფცია და დაიწყო სექტორის რეფორმა. სატყეო სექტორის რეფორმის განხორციელებისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში დაინტერესებულ მხარეთა ჩართულობის, ასევე, დონორთა კოორდინაციის უზრუნველყოფის მიზნით, დაიწყო ეროვნული სატყეო პროგრამის (nfp) შემუშავების პროცესი.
შეხვედრას სამთავრობო უწყებების, არასამთავრობო და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. პროგრამის დაწყებიდან დღემდე რამდენიმე სამუშაო ჯგუფი შეიქმნა. პროცესი აერთიანებს 60 ორაგნიზაციასა და 180 წარმომადგენელს.