გიორგი ალიბეგაშვილი კათოლიკური ეკლესიის მრევლს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ულოცავს

დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, გიორგი ალიბეგაშვილი კათოლიკური სამყაროს მრევლს მაცხოვრის აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ულოცავს.
„მინდა სრულიად კათოლიკურ სამყაროს, ყველა იმ ადამიანს მივულოცო მაცხოვრის ბრწყინვალე აღდგომა, ვინც ამ დღის დადგომას დასავლური კალენდრის მიხედვით ზეიმობს. ჩვენ ძალიან დიდი ისტორია გვაკავშირებს კათოლიკურ სამყაროსთან და მომავალშიც ვაპირებთ ამ ურთიერთობის კიდევ უფრო გაღრმავებას. ვუერთდები ჩვენი კათოლიკე თანამემამულეების სიხარულს და მათ იმედს, რწმენასა და მშვიდობას ვუსურვებ ჩვენი სამშობლოს საკეთილდღეოდ“, – აღნიშნულია გიორგი ალიბეგაშვილის მისალოც წერილში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები