პირველი ქართული ფემინისტური გაზეთის – „ხმა ქართველი ქალისა“თანამედროვე ვერსია და საქველმოქმედო საღამო

5 აპრილს, პირველი ქართული ფემინისტური გაზეთის „ხმა ქართველი ქალისა“ გამოცემის 98 წლისთავია.
„ჩვენი ფემინისტი წინაპრები გაზეთის გამოცემას კერძო შემოწირულობების წყალობით ახერხებდნენ, ჩვენც გადავწყვიტეთ, გამოვეხმაუროთ ამ თარიღს – სიმბოლურად გამოვეცით გაზეთის თანამედროვე ვერსია და 5 აპრილს, 18:00 საათზე, ქალთა ფონდში საქველმოქმედო საღამო გაიმართება“.
ღონისძიებაზე ნახავთ 2014 წლის კატო მიქელაძის პრემიით დაჯილდოების ამსახველ მოკლე ფილმს, მოისმენთ მოხსენებას თემაზე: „ფემინიზმი და ტრანსგენდერი ადამიანები” და ისაუბრებენ თანამედროვე ფემინიზმის გამოწვევებზე.
ფილმის რეჟისორი სალომე საღარაძეა, მომხსენებელი – ნათია გვიანიშვილი. კერძო შემოწირულობებით შეგროვებული თანხა მთლიანად მოხმარდება ორ ტრანსგენდერ ადამიანს. ტრანსგენდერი ადამიანები, როგორ იცით, საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მოწყვლადი ჯგუფია. მნიშვნელოვანი დაბრკოლება, რომელსაც ისინი აწყდებიან, სქესის სამართლებრივი აღიარების გართულებული პროცედურებია. „ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი“ ამჟამად აწარმოებს ორ საქმეს და ცდილობს, მიაღწიოს სქესის შესახებ ჩანაწერის შეცვლას ექიმ-სექსოლოგის დასკვნის საფუძველზე, ყოველგვარი ქირურგიული ჩარევის გარეშე. სამწუხაროდ, სამედიცინო პროცედურებს, რომელიც ტრანსგენდერმა ადამიანმა „ჭეშმარიტი ტრანსსექსუალის“ დიაგნოზის მისაღებად უნდა მიიღოს, არ იფარება დაზღვევით, ხოლო აპლიკანტებს უმუშევრობის გამო (რაც პირდაპირ არის დაკავშირებული მათ თვითგამოხატვასთან შეუსაბამო საბუთებთან) არ აქვთ შესაბამისი სახსრები. ყველა დამსწრეს გადაეცემა გაზეთის თანამედროვე ვერსია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები