ბიძინა ივანიშვილი: ყველას შესატყვისი პასუხი გაეცემა
ხარძიანის მკვლელობა არ არის მხოლოდ ერთი ოჯახის ტრაგედია – ამის შესახებ ყოფილმა პრემიერმა, ბიძინა ივანიშვილმა ბიზნესმენ ბესო ხარძიანის ოჯახისთვის მისამძირების შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, ყველას შესატყვისი პასუხი გაეცემა და სამართლის წინაშე აგებენ პასუხს.
“მინდა, გარდაცვლილის ოჯახს სამძიმარი და თანადგომა გამოვუცხადო. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ეს არ გახლავთ მხოლოდ ერთი ოჯახის ტრაგედია. მოკლე დროში უკვე მეორე შემთხვევაა, როდესაც პრინციპულ ადამიანებს, ვინც სამართლიანობისთვის ბრძოლას თავს არ ანებებს, სწორედ რომ ტერორით უმკლავდებიან ჩვენს ქვეყანაში და ცდილობენ ამით შეგვახსენონ წარსული დრო, საზოგადოებაში შიში და შფოთვა გამოიწვიონ. ვარწმუნებ ამ არაადამიანებს, ვისაც ეს თავში მოუვიდათ, რომ მსგავსი ჩვენს საზოგადოებაში ფეხს ვერ მოიკიდებს. ყველას პასუხი გაეცემა შესატყვისი და სამართლის წინაშე აგებენ პასუხს”, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
ბესო ხარძიანი 28 მარტს საკუთარ საცხოვრებელ სახლთან მოკლეს. ბიზნესმენს დღეს დაკრძალავენ.