მუსიკისა და დრამის თეატრმა საიმიჯო ფილმის პრეზენტაცია გამართა

2015 წლის იანვარში მუსიკისა და დრამის თეატრი ახალი ევროპული თეატრების ასოციაციაში NETA-ში (New European Theater Action) გაწევრიანდა, რომლის ინიციატივით და დაფინანსებით ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში მრავალი თეატრალური ღონისძიება ტარდება. აღნიშნულ ორგანიზაციაში დღეისათვის გაწევრიანებულები არიან ევროპის საუკეთესო თეატრალური პროდიუსერები, 60–მდე ევროპული თეატრი და საერთაშორისო თეატრალური ფესტივალები.
11101781_833861976662856_535615062_n NETA–ს წევრობა ძალიან მნიშვნელოვანია თეატრის შემდგომი განვითარებისათვის, რაც გულისხმობს მნიშვნელოვან ფესტივალებზე ჩვენი თეატრის მიწვევას, ევროპის საუკეთესო თეატრებთან ინტეგრაციას და ასევე ერთობლივი კოპროდუქციების განხორციელებას“, – ამბობს თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი და დირექტორი დავით დოიაშვილი. იმისათვის, რომ შემდგომში თანამშრომლობა შედგეს NETA–სთვის აუცილებლობას წარმოადგენს თეატრის საიმიჯო – საპრეზენტაციო ფილმის არსებობა, რომელიც საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ხელშეწყობით, რეჟისორმა ბასა ფოცხიშვილმა გადაიღო და მისი პრეზენტაცია მუსიკისა და დრამის თეატრში გაიმართა. ფილმი განთავსდება NETA-ს (New European Theater Action) პორტალზე, რის შედეგადაც მუსიკისა და დრამის თეატრის სარეპერტუარო სპექტაკლების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომი გახდება თეატრალური ფესტივალების პროდიუსერებისათვის.11093298_833862086662845_170309129_n
„მე ვთვლი, რომ ეს თეატრი არის ძალიან წარმატებული. უნდა აღვნიშნო, რომ ყველაზე მთავარი, რაც დოიმ გააკეთა, გახსნა კარი და უამრავი ახალგაზრდა შემოუშვა თეატრში, რის შედეგადაც ძალიან საინტერესო წარმოდგენები მივიღეთ. ესეც, ლოგიკურია, რომ პირველი ეს თეატრი გაერთიანდა ევროპულ ოჯახში და ჩვენ, მართლაც, დავასწარით ევროპაში შესვლა სხვა მიმართულებებს“, – ამბობს კულტურის მინისტრის მოადგილე მანანა ბერიკაშვილი.
თეატრის საიმიჯო ფილმში თეატრის მხოლოდ რამდენიმე სპექტაკლი შევიდა. დავით დოიაშვილი თვლის, რომ ბასა ფოცხიშვილმა თითოეული სპექტაკლის სულის დაჭერა შეძლო.
„ჩემთვის სასიამოვნო იყო მუშაობა, მაგრამ უნდა ვთქვა რომ, თეატრს ისეთი სპექტაკლები, დეკორაციები აქვს, ისეთი მსახიობები და რეჟისორები ჰყავს, რომ ჩემი სამუშაო ძალიან ცოტა იყო. უღრმესი და უდიდესი მადლობა მინდა გადავუხადო დასს, რადგან ძალიან იშვიათად შემხვედრიან ასეთი მაღალი კლასის პროფესიონალები და ლამაზები, რასაც ასევე დიდი მნიშვნელობა აქვს“, – ამბობს კლიპის რეჟისორი ბასა ჯანიკაშვილი.

11117807_833861966662857_83513369_n

11079391_833861973329523_847923333_n

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები