უშანგი ხუმარაშვილის პერსონალური გამოფენა გაიხსნება

დღეს, 18:00 საათზე, „თი-ბი-სის“ არტგალერეაში უშანგი ხუმარაშვილის პერსონალური გამოფენა გაიხსნება. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება მხატვრის 25 ახალი ნამუშევარი. 1975 წლიდან უშანგი ხუმარაშვილის გამოფენები რეგულარულად იმართება საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ. მხატვარი არაერთი საერთაშორისო პროექტის, ფესტივალისა და ბიენალეს მონაწილეა. ახალი გამოფენა უშანგი ხუმარაშვილის მეთერთმეტე პერსონალური გამოფენაა. ექსპოზიცია 2 მაისამდე გაგრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები