ფილმ „იდას“ ჩვენება გაიმართება

5 აპრილს, 17:00 საათზე Movie Library-ში პოლონელი რეჟისორის პაველ პავლიკოვსკის ფილმ „იდას“ ჩვენება გაიმართება, რომელიც კინოფესტივალების ნამდვილი ფავორიტია. 2015 წელს „იდა“ დაჯილდოვდა „ოსკარით“ საუკეთესო უცხოენოვანი ფილმისთვის.
პოლონეთი, 1962 წელი. ანა მორჩილი, ობოლი გოგონაა, რომელიც მონასტერში მონაზვნებმა აღზარდეს. სანამ აღთქმას დადებდეს, ანას გადაწყვეტილი აქვს, ერთადერთ დარჩენილ ნათესავს, ვანდას შეხვდეს. ვანდასგან ანა გაიგებს, რომ ის ებრაელია. ქალები მათი ოჯახის ტრაგიკული ისტორიის გარკვევას იწყებენ, რომ გაიგონ, ვინ არიან სინამდვილეში და სად არის მათი ადგილი. ფილმი ქართულ ენაზე იქნება ნაჩვენები. დასწრება თავისუფალია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები