რუსეთში გემის ჩაძირვას 43 ადამიანი ემსხვერპლა

ოხოტის ზღვაში თევზსაჭერი გემის ჩაძირვის შედეგად 43 ადამიანი დაიღუპა. სააგენტო „ინტერფაქსის“ ცნობით, მთლიანად გემზე 132 მეზღვაური იმყოფებოდა. სამაშველო სამუშაოებში ოცამდე გემი მონაწილეობს. გემი „დალნი ვოსტოკი“ კამჩატკის სანაპიროსთან ჩაიძირა. მისი ეკიპაჟი რუსეთის, უკრაინის, ლატვიის, მიანმარის და ვანუატუს მოქალაქეებისგან შედგებოდა.
რუსეთის სამართალდამცველებმა უკვე აღძრეს სისხლის სამართლის საქმე. წინასწარი ვერსიით, გემის სამანქანო განყოფილებაში წყალი მოხვდა და ის 15 წუთში ჩაიძირა. სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები