აშშ-ში სახლზე ავტომანქანის შეჯახებას მამაკაცი და ფეხმძიმე ქალი ემსხვერპლა

ფლორიდის შტატის ქალაქ პალმეტოში ავტომანქანა ე.წ. მობილურ (მოძრავ) სახლს შეეჯახა. ავარიის შედეგად მამაკაცი და მისი ორსული მეუღლე ადგილზე გარდაიცვალნენ. პალმეტოს პოლიციის ინფორმაციით, ბავშვის გადარჩენაც ვერ მოხერხდა. რაც შეეხება ჯიპის მძღოლს, ის საავადმყოფოშია გადაყვანილი და მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. მიმდინარეობს მომხდარის გამოძიება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები