ტაილანდში სამხედრო მდგომარეობა გაუქმებულია

ტაილანდში სამხედრო მდგომარეობა, რომელიც იქ 10 თვის განმავლობაში მოქმედებდა, გაუქმებულია. „გარდიანის“ ცნობით, შესაბამის განკარგულებას ტაილანდის მეფემ ხელი მოაწერა. ამის შემდეგ, უსაფრთხოების ღონისძიებები ქვეყნის კონსტიტუციის დროებითი, 44-ე მუხლის შესაბამისად განხორციელდება. ამ მუხლის შესაბამისად ქვეყნის პრემიერ-მინისტრს უსაზღვრო ძალაუფლება ენიჭება.
ოპოზიციამ უკვე განაცხადა, რომ ქვეყანაში ადამიანის უფლებების მდგომარეობა შეიიძლება მნიშვნელოვნად გაუარესდეს. მას 1963 – 1973 წ.წ მაგალითი მოყავს, როდესაც ანალოგიურ კანონს ამოფარებულმა ხელისიუფლებამ არაერთი ადამიანი სიკვდილით დასაჯა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები