სტამბოლის პოლიციის შენობაში ტერორისტებსა და სამართალდამცველებს შორის შეტაკება მოხდა

სტამბოლის პოლიციის სამმართველოს ერთ-ერთ შენობაში პოლიციელებსა და იქ შეჭრილ დამნაშავეებს შორის შეტაკება მოხდა. როგორც თურქული სააგენტო DHA იტყობინება, ერთ-ერთი თავდამსხმელი მოკლულია, მეორე კი დაკავებული. დაჭრილია ორი პოლიციელი.
ორმხრივი სროლა ვათანის ქუჩაზე მოხდა. თურქული მედიის ცნობით, ერთ-ერთი თავდამსხმელი ქალი იყო. შეგახსენებთ, რომ სამშაბათს სტამბოლის სასამართლოს შენობაში „ბოევიკებმა“ მძევლად აიყვანეს პროკურორი სელიმ კირაზი. მისი გათავისუფლების ოპერაცია წარუმატებელი აღმოჩნდა. ორი ტერორისტი მოკლეს, მაგრამ თავად პროკურორმა სასიკვდილო ჭრილობა მიიღო და მოგვიანებით, საავადმყოფოში გარდაიცვალა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები