შეიარაღებულ ძალებში მკლავჭიდში ტურნირი გაიმართა

საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მკლავჭიდში პირად-გუნდური პირველობა გაიმართა. შეჯიბრი თავდაცვის სამინისტროს სპორტულ ღონისძიებათა სამმართველოს დარბაზში მიმდინარეობდა და მასში საქართველოს შეიარაღებული ძალების I, II, III, V ქვეითი, IV მექანიზირებული და I საარტილერიო ბრიგადების, ეროვნული სასწავლო ცენტრ „კრწანისის“, დავით აღმაშენებლის სახელობის თავდაცვის ეროვნული აკადემიის, ეროვნული გვარდიის, ცენტრალური საკომანდო პუნქტისა და სპეციალური ოპერაციული ძალების სამხედროებმა მიიღეს მონაწილეობა.
შეჯიბრში მონაწილეობა საქართველოს შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებში შიდა ჩემპიონატების საშუალებით გამოვლენილმა გამარჯვებულებმა მიიღეს. სულ ტურნირში ორმცდაათი სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობდა.
ასპარეზობა 60, 70, 80, 90, 100 და 100 + წონითი კატეგორიების და აბსოლუტური წონის მიხედვით დაიყო და საერთაშორისო წესების სრული დაცვით მიმდინარეობდა. ასპარეზობას საერთაშორისო კატეგორიის მსაჯები აკვირდებოდნენ. ტურნირს საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი, საქართველოში მკლავჭიდის დამაარსებელი ვახტანგ მუსელიანი დაესწრო.
გამარჯვებულები თითოეულ წონით კატეგორიაში სამ საპრიზო ადგილებზე გადანაწილდნენ. გუნდური პირველობა და შესაბამისად, ტურნირის ჩემპიონის ტიტული სპეციალური ოპერაციების ძალებს ხვდა წილად. მათ გამარჯვება ორ წონით კატეგორიაში მოიპოვეს. ხოლო პირად პირველობაში ორ წონით კატეგორიაში გამარჯვებული და ტურნირის ჩემპიონი სპეციალური ოპერაციების ძალების პირველი კლასის რიგითი ზაზა თაბაგარი გახდა. მას ოქროს მედლებთან ერთად ჩემიონატის თასიც გადაეცა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები