ევროკავშირის ტვინინგის პროექტის დახურვის ღონისძიება გაიმართება

2 აპრილს, 11:30 საათზე, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში ევროკავშირის საჯარო სამსახურების დაძმობილების – ტვინინგის პროექტის „საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინსტიტუციონალური განვითარების მხარდაჭერა“ – დახურვის ღონისძიება გაიმართება. ღონისძიებას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი ნიკოლოზ ანთიძე, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოადგილე ბორის იაროშევიჩი და იტალიის ელჩი – ფედერიკა ფავი დაესწრებიან.
ევროპელი ექსპერტები ქართველ კოლეგებთან ერთად სამი ძირითადი მიმართულებით მუშაობდნენ: კულტურული მემკვიდრეობის ადმნინისტრირებისა და მართვის ეფექტური მოდელის შემუშავება; კულტურული მემკვიდრეობის სფეროს მარეგულირებელი საკანონმდებლო ჩარჩოს გაუმჯობესება; სააგენტოს თანამშრომელთა და შესაბამის დაინტერესებულ მხარეთა კვალიფიკაციის ამაღლება და ცოდნის გაღრმავება. პროექტის ფარგლებში შემუშავდა ბენეფიციარი ადმინისტრაციის მართვის სისტემის გაძლიერებისათვის და მისი საქმიანობის ხარისხის ამაღლებისათვის საჭირო დოკუმენტები. მომზადდა საკანონმდებლო წინადადებები და რეკომენდაციები. ჩატარდა ტრენინგკურსები და სასწავლო ვიზიტები ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში.
პროექტის დასაფინანსებლად, რომელიც გასული 22 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა, ევროკავშირმა 1 მილიონი ევრო გამოყო. პროექტს ხელმძღვანელობდა იტალიის კულტურული მემკვიდრეობის, კულტურული ღონისძიებებისა და ტურიზმის სამინისტრო, დანიის კულტურის სააგენტოს, იტალიის მომსახურების, კვლევებისა და ტრენინგების ცენტრსა და იტალიის ახალი ტექნოლოგიების, ენერგეტიკისა და გარემოს დაცვის ეროვნულ სააგენტოსთან ერთად. დაძმობილება/„ტვინინგი“ ევროკომიის ინიციატივაა, რომელიც აკავშირებს ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების და ბენეფიციარი ქვეყნების საჯარო სექტორს, თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით. დაძმობილების/“ტვინინგის“ პროექტებმა ბენეფიციარი ქვეყნისთვის კონკრეტული შედეგები უნდა გამოიღოს, ამ ქვეყანასა და ევროკავშირს შორის არსებული ასოცირების შესახებ შეთანხმების შესაბამისად.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები