სტამბოლში პროკურორის მძევლად აყვანის საქმესთან დაკავშირებით 22 პირი დააკავეს

თურქეთის პოლიციამ დღეს 22 ადამიანი დააკავა, რომლებიც პროკურორ სელიმ კირაზის მძევლად აყვანასთან არიან დაკავშირებულნი. ამის შესახებ გაზეთი Milliyet-ი იუწყება. მათი უმეტესობა პოლიციამ ქალაქ ანტალიაში აიყვანა. პოლიციის ინფორმაციით, ყველა დაკავებული აკრძალულ მემარცხენე დაჯგუფებაში – „რევოლუციური სახალხო-გამათავისუფლებელი პარტიის“ წევრები არიან. სამართალდამცველებს ეჭვი აქვთ, რომ ასეთივე ტერაქტების მოწყობას დაჯგუფების წევრები სხვა ქალაქებშიც გეგმავდნენ.
შეგახსენებთ, რომ ორი შეიარაღებული პირი სტამბოლის სასამართლოს შენობაში გუშინ შეიჭრა. მათ პროკურორი სელიმ კირაზი მძევლად აიყვანეს და 2 წლის წინ სტამბოლში საპროტესტო გამოსვლების დროს მოზარდის დაღუპვაში დამნაშავე პოლიციელების დასჯა მოითხოვეს. პროკურორის გათავისუფლების სპეცოპერაციის დროს პროკურორი დაიჭრა და მოგვიანებით საავადმყოფოში გარდაიცვალა. ორივე ტერორისტი სპეცრაზმელებმა მოკლეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები