„ნავთობის ბარონის“ შვილიშვილი ლოს-ანჯელესში გარდაცვლილი იპოვეს

ცნობილი ამერიკელი მილიარდერის ჟან პოლ გეტის შვილიშვილი ლოს-ანჯელესში, საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. TMZ-ის ინფორმაციით, 47 წლის ენდრიუ გეტის გარდაცვალების გარემოებები „საეჭვოდ ჩანს“. ამ გამოცემის ინფორმაციით, მას ზურგის არეში ჭრილობა აღენიშნება.
ენდრიუ გეტი ცნობილი ამერიკელი მილიარდერის და ნავთობის მაგნატის ჟან პოლ გეტის შვილიშვილია. გეტის ოჯახი აშშ-ში ქონების ოდენობით 54-ე პოზიციას იკავებს. მისი კაპიტალი 5 მილიარდ დოლარს შეადგენს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები