ნიგერიის საპრეზიდენტო არჩევნებში ხუნტის ყოფილმა ხელმძღვანელმა გაიმარჯვა

ნიგერიაში 28 მარტს ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებში ოპოზიციონერმა კანდიდატმა, სამხედრო პირმა მოჰამედ ბუხარიმ გაიმარჯვა. 72 წლის ბუხარიმ ძირითად კონკურენტს – ამჟამინდელ პრეზიდენტს გუდლაკ ჯონათანს 2 მილიონი ხმით გაასწრო. ჯონათანმა უკვე აღიარა დამარცხება და ბუხარის გამარჯვება მიულოცა.
ბუხარი ადრე უკვე იყო ნიგერიის ლიდერი. ის ქვეყანას 1983 წლის სამხედრო გადატრიალების შემდეგ ჩაუდგა სათავეში. წლევანდელი არჩევნები ნიგერიისთვის სისხლისმღვრელი აღმოჩნდა. ისლამისტებმა არჩევნების დღეს ქვეყნის რამდენიმე რაიონში ათობით ადამიანი მოკლეს. ბუხარი „ბიოევიკებთან“ შეურიგებელი ბრძოლის დაწყებას აპირებს. ამისთვის ის შეაიარღებული ძალების გაძლიერებისთვის გადამწყვეტი და სწრაფი ზომების მიღებას გეგმავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები