ფერეიდნელი ქართველებისადმი მიძღვნილი პოეზიის საღამო-აქცია გაიმართება

5 აპრილს, 19:00 საათზე, ბზობის ბრწყინვალე დღესასწაულზე, „ხელოვანთა დასი“ ფერეიდნელი ქართველებისადმი მიძღვნილ პოეზიის საღამო-აქციას გამართავს. ღონისძიება საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრში გაიმართება. ღონისძიებაზე დასასწრები ბილეთი, სიმბოლურად, იქნება თითო (სურვილის შემთხვევაში – რამდენიმე) ქართულენოვანი წიგნი, რომელიც გაეგზავნებათ ფერეიდანში მცხოვრებ ქართველებს. შეგიძლიათ სახელმძღვანელოების მოტანაც. „დავუდგეთ მხარში ადამიანებს, რომელთაც სამშობლოს გარეთ სურთ ქართული ფესვების შენარჩუნება!“

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები