სტამბოლის პროკურორი საავადმყოფოში გარდაიცვალა, მოკლულია ორი ტერორისტი

სტამბოლის პროკურორი სელიმ კირაზი, რომელიც მისი გათავისუფლების ოპერაციის დროს დაიჭრა, საავადმყოფოში გარდაიცვალა. ორი ტერორისტი, რომლებსაც პროკურორი მძევლად ჰყავდათ აყვანილი, მოკლულია.
პროკურორი მძევლად გუშინ სტამბოლის სასამართლოს შენობაში აიყვანეს. ტერორისტები მემარცხენე რადიკალურ დაჯგუფებას მიეკუთვნებიან. სელიმ კირაზი 2013 წელს სტამბოლში მასობრივი პროტესტის დროს მოზარდის დაღუპვის საქმეზე მუშაობდა. „ბოევიკებს“ ის მძევლად რამდენიმე საათის განმავლობაში ჰყავდათ აყვანილი და ამის ამსახველი ფოტო ინტერნეტშიც კი განათავსეს.
სპეცრაზმმა შტურმი მაშინ დაიწყო, როდესაც სასამართლოს დარბაზიდან, სადაც პროკურორი ჰყავდათ დატყვევებული, სროლის ხმა მოისმა. ორივე ტერორისტი ადგილზე იყო ლიკვიდირებული, პროკურორი კი მძიმე მდგომარეობაში საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა, ექიმების მცდელობის მიუხედავად, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები