სინგაპურში მოზარდს გარდაცვლილი პრემიერის კრიტიკისთვის გაასამართლებენ

სინგაპურში 16 წლის მოზარდს იმის გამო გაასამართლებენ, რომ მან ინტერნეტში ქვეყნის ყოფილ პრემიერ-მინისტრზე ლი კუან იუზე კრიტიკული სიუჟეტი გამოაქვეყნა. 8-წუთიან ვიდეოკლიპში ამოს ი, ლი კუან იას გარდაცვალებასთან დაკავშირებით სიხარულს გამოხატავს და მას საშინელ ადამიანს და ტირანს უწოდებს. მისი თქმით, სინგაპურელები თავისი ლიდერით დაშინებულები იყვნენ, რომელმაც მათ ყველა სამოქალაქო თავისუფლება წაართვა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მოზარდს ჯარიმა და 3 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები